კომაროვის ,,შაბათის სკოლის’’ მე-6 კლასის მათემატიკის ოლიმპიადაში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა
- 19 დეკემბერი, 2025
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ,,შაბათის სკოლის'' პროფესიონალი პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ, მოსწავლეებმა ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, სხვადასხვა სასარგებლო უნარ-ჩვევა გამოიმუშაონ.
დაჯილდოვებაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა, ოლიმპიადაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, რათა მოსწავლეები კონკურენტუნარიან გარემოში ცოდნის რეალიზებას მიეჩვიონ და მეტი მოტივაციით განაგრძონ შემეცნების პროცესი.
2024-2025 სასწავლო წლის ,,შაბათის’’ სკოლის მე-6 კლასის ოლიმპიადაში გამარჯვებულებს დიპლომები, ხოლო I, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს ფულადი პრიზებიც გადაეცათ.
კომაროვის სკოლა თითოეულ პედაგოგს უხდის მადლობას გაწეული შრომისთვის და მოსწავლეებს უსურვებს უწყვეტ განვითარებას!
